ბარათაშვილის ხიდთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი პირი სხეულის საშუალო დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
კომენტარები