ირანში, ალკოჰოლის ზედმეტი მოხმარებით, ბოლო კვირების მანძილზე 219 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
იმ ადამიანების რიცხვი კი გაცილებით უფრო მაღალია, ვინც ალკოჰოლური ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში მოათავსეს.
ამასთან, ბოლო დღეების მანძილზე, ირანის ფარსის პროვინციაში 50 000 ლიტრი კონტრაბანდული ალკოჰოლური სასმელები ამოიღეს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ალკოჰოლური სასმელები კორონავირუსის პრევენციისთვის არ გამოიყენება
კომენტარები