კვლავ მძიმე სურათია ევროპაში, რომელიც მსოფლიო რუქაზე ისევ წითელი ზონაა. გაზრდილი ინფიცირების შემთხვევების გამო ევროპელი ლიდერები ერთმანეთს კორონავირუსთან ბრძოლაში მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდებენ. იტალია, რომელიც ფატალური შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მსოფლიოს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“იმოქმედეთ, სანამ გვიანი არ არის. ყველამ უნდა გააცნობიეროს, თუ რამდენად სერიოზული საფრთხის წინაშეა ევროპა. სოლიდარობა არა მხოლოდ ევროკავშირის ფასეულობაა, არამედ საერთო ინტერესია. ევროპას სჭირდება ახალი ზომების მიღება იმისთვის, რომ კორონავირუსს გაუმკლავდეს. ახალი ინიციატივები უნდა დავუპირისპიროთ ძველ მეთოდებს, რომლებიც ამ დრამატულ სიტუაციას აღარ შეეფერება,” – განაცხადა სერგიო მატარელამ.
კომენტარები