სააკაშვილი და მისი ხროვა არიან მავნებელი სპეკულანტები, პოლიტიკური პარაზიტები და მარადიორები, რომლებიც პოლიტიკურ სარგებელს მუდმივად ქვეყნის და ხალხის დაზიანების ხარჯზე ეძებენ, – ამის შესახებ დეპუტატი შოთა ხაბარელი წერს.
“სააკაშვილს და ნაცებს დაახლოებით ვიცით რაც უნდა ვუპასუხოთ:
სააკაშვილი და მისი ხროვა არიან მავნებელი სპეკულანტები, პოლიტიკური პარაზიტები და მარადიორები, რომლებიც პოლიტიკურ სარგებელს მუდმივად ქვეყნის და ხალხის დაზიანების ხარჯზე ეძებენ.
მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვირუსის მართვის და პრევენციის საუკეთესო მაგალითს იძლევა.
ამ გააზრებული და ეფექტური პოლიტიკის ნაწილია თანამემამულეთა გეგმაზომიერი დაბრუნების დაგეგმარება აღსრულება და კონტროლი.
ჩვენ, პირველი ქვეყანა ვიყავით მსოფლიოში, ვინც პანდემიის დროს მოქალაქეების სპეც.რეისებით დაბრუნება დაიწყო სამშობლოში.
დღეის მდგომარეობით, უკვე 4000-ზე მეტი (ტრამპი რომ ამაყობს, იმაზე მეტი) მოქალაქე დავაბრუნეთ ისე, რომ არც მათ (დაბრუნებულებს) და არც ქვეყანას დამატებითი რისკები არ შექმნია.
ჩვენი პოლიტიკა საკუთსრი მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხო და გეგმაზომიერი დაბრუნებას და ასეც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით.
რაც შეეხება ავანტიურისტებს, რომლებიც ამ თემით უსინდისოდ სპეკულირებენ და ერთი სული აქვთ რამენაირად უფრო მეტი პრობლემა შეექმნათ ადამიანებს, უმართავი გახდეს სიტუაცია, რომ ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვას პროცესს და პანდემიის გამო საქართველოც ჩამოშლის ზღვარზე დადგეს ზოგიერთი სხვა ქვეყანასავით.
საშინელებაა, როცა ძალაუფლების მოსაპოვებლად, მზად ხარ საკუთარ ხალხისა და ქვეყანას ეს უსურვო და არათუ უბრალოდ უსურვო, არამედ იმოქმედო ამ შედეგის მისაღებად.
თუმცა, ყველა ადამიანს, პოლიტიკოსს, პოლიტიკურ ძალას აქვს რეპუტაცია და რენომე, რომელსაც მისი ბიოგრაფია ქმნის.
განსაცდელში ჩავარდნილ ხალხზე ზრუნვის კუთხით, ნაცების ბიორგარფიის ნაწილია აგვისტოს ომში ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეული მთავრსარდალი და წითელ ხიდს მიმწყდარი მათი პოლიტიკური ელიტა, უბრძოლველად ჩაბარებული კოდორი და შიდა ქართლის სოფლები, ოკუპანტს შეტოვებული უმეთაუროდ დარჩენილი ჯარი და ჩვენი გმირების მიტოვებული ცხედრები;
ერთხელ, ხომ უკვე დააბრუნა ავანტურისტმა სააკშვილმა რუსეთიდან ჩვენი თანამოქალაქეები თავის ავანტიურების გამო სატვირთო თვითმფრინავებით (გამოყრა).
ამიტომ ეხლა მოეშვან მავნებლობას, საკუთარი ხალხის და ქვეყნის დაზიანების კიდევ ერთ სამარცხვინო მცდელობას და მართლა დარჩნენ (დაეტიონ) სახლებში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით”, – წერს შოთა ხაბარელი.