ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ხვალ იუბილარია. ნუნუკა თამაზაშვილი 33 წლის ხდება. როგორც ჩანს, იუბილემდე ერთი დღით ადრე ექსპრემიერის მეუღლეს მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყეს და დაბადების დღე ფერადი ბუშტებით მიულოცეს.
ნუნუკა თამაზაშვილის მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტო ცოტა ხნის წინ “ფეისბუქზე” მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ გამოაქვეყნა. ფოტოებში ირაკლი ღარიბაშვილიც ჩანს.
კომენტარები