სოფო ბედიას ყოფილი ქმარი მომღერალი მიშა შაყულაშვილი ჟურნალ “თბილისელებთან” სოფოსთან დაშორების სკანდალურ დეტალებზე საუბრობს. სოფო ამჟამად მიშა მესხთან ქორწინებაშია და ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს.
“არ დავმალავ, რომ დაშორების შემდეგ სოფოსთან შერიგებაზე ვფიქრობდი. მძიმე მომენტია ოჯახის დანგრევა და ღმერთმა არავის გამოაცდევინოს, მაგრამ დღეს უფალს მადლობას ვეუბნები, არა იმიტომ, რომ ოჯახი დამენგრა, არამედ იმიტომ, რომ სოფო აღარაა ჩემს გვერდით. ღმერთი გაშორებს იმას, რაც მოსაშორებელია. სოფოც მოსაშორებელი იყო და მომაშორა. ალბათ, მეც მოსაშორებელი ვიყავი მისთვის. დანარჩენი: სად ნახა ერთ თვეში სიყვარული, როგორ შეუყვარდა ასე ძალიან ამხელა სიყვარულის შემდეგ, ერთი თვის თავზე, როგორ გამოჭენდა ყველა გადაცემაში და ყვებოდა, რა ბედნიერი იყო…თავად მას ჰკითხეთ”, – ამბობს მიშა შაყულაშვილი.