18-19 წლის ბიჭები ჩაჰყავდათ მორგში და მთელი ღამით მიცვალებულზე აბამდნენ, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფილმ „ჰეროკრატიაზე“ საუბრისას განაცხადა.
„ჩემთვის მთავარია, რომ ახალგაზრდებმა, ქართულმა საზოგადოებამ გაიზროს, რომ რაც ამ ახალგზარდა ბიჭს, ალექსანდრე ახალკაცს გაუკეთეს, როდესაც 18-19 წლის ბიჭები ჩაჰყავდათ მორგში და მთელი ღამით მიცვალებულზე აბამდნენ, ამაზე დიდი დაცემა საზოგადოებას ვერ დაემართება. როდესაც შენს მოყვასს, ამ პატარა საზოგადოებაში, სადაც ყველა ერთმანეთის ნაცნობია, ნათესავია, მეგობარია, ამხანაგია, უბნელია, სოფლელია თუ თანაქალაქელია, აი, ამ საზოგადოების ერთი ნაწილი, ასე სასტიკად უსწორდება მეორე ნაწილს. ამის გააზრება უნდა მოხდეს ჩვენს მიერ, ჩვენი ხალხის მიერ. ის რაც გერმანელებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გააკეთეს, როცა სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ანახებდნენ კადრებს, რას ჩადიოდნენ მათი თანამოქალაქეები, ამიტომ გადარჩა გერმანია და ამიტომ გახდა მოწინავე ქვეყანა. საბჭოთა კავშირი კი ვერ გადარჩა და დაინგრა, რადგან მათ ეს არ გააკეთეს, თუმცა არანაკლები ბოროტმოქმედება ჰქონდათ ჩადენილი. ჩემი აზრით, რაც „ნაციონალებმა“ ციხეში ჩაიდინეს, ის უფრო უარესია, ვიდრე რაც ჩაიდინეს ბოლშევიკებმა და ნაცისტებმა“, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.