მიმიღეთ როგორც თქვენი თანასოფლელი, რომელსაც თქვენსავით აინტერესებს შემოქმედის მომავალი განვითარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ სოფელ შემოქმედის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„მიმიღეთ როგორც თქვენი თანასოფლელი, რომელსაც თქვენსავით აინტერესებს შემოქმედის მომავალი განვითარება. ჩვენ ერთად განვახორციელებთ ისეთ პრიორიტეტულ პროექტებს, რომელიც საზოგადოებას სიკეთეს მოუტანს. ჩვენ გავიმარჯვებთ არა მხოლოდ 8 ოქტომბერს, არამედ 8 ოქტომბრის შემდეგაც ყოველდღიურად, როცა ჩვენი საქმე შედეგს გამოიღებს”,– მიმართა ადგილობრივებს დეპუტატობის კანდიდატმა.
კომენტარები