თინა ბოკუჩავას განცხადებით, იმისთვის რომ სოციალური დისტანცია ვირუსის გავრცელების საშუალებაა გახარიას სწავლება არ სჭირდება. ამის შესახებ მან „კურიერში“ განაცხადა.
„21 მარტს როდესაც მხარი დავუჭირეთ საგანგებო მდგომარეობას, ხელისუფლებას მისი გონიერად გამოყენების შანსი მივეცით. სამწუხაროდ მათ ეს ვერ შეძლეს, რადგან კანონის აღსრულება ხდება შერჩევი. ბიუროს შეკრებაზე გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა, სწორედ ამის თაობაზე იქნება საუბარი. აუცილებელია ხელისუფლებამ წარმოადგინოს ანტიკრიზისული გეგმა და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყნები, ყველამ შეიმუშავა კონკრეტული გეგმა რომელიც ეხმარება მოქალაქეს. ხელისუფლება არანაირ გეგმას არ გვთავაზობს, როგორ დაეხმაროს მოწყვლად მოქალაქეებს. მემგონი ხალხი ფიზიკურად ვერ მოეკიდება ამას გაგებით, რადგან გადარჩენის პრობლემა დაუდგება ადამიანებს. სოციალური დისტანცია რომ არის ვირუსთან ბრძოლის ინსტრუმენტი ამის სასწავლებლად გახარია არ გვჭირდება. ბევრად უკეთესად გვესმის, მაგრამ არ შეიძლება ადამიანები გამოკეთო სახლში როდესაც კანონის აღსრულება არ ხდება”- განაცხადა ბოკუჩავამ.
“სოციალური დისტანცია რომ არის ვირუსთან ბრძოლის ინსტრუმენტი ამის სასწავლებლად გახარია არ გვჭირდება”
2020/04/13 15:03:10

ნანახია: 458 ჯერ