ყოფილმა დეპუტატმა შოთა შალელიშვილმა კორონავირუსის ფონდში 1 მილიონი ლარი ჩარიცხა. ინფორმაციას ამის თაობაზე დეპუტატი კარლო კოპალიანი ავრცელებს.
“ჩემმა ყოფილმა კოლეგამ, კარგმა ადამიანმა და მეგობარმა შოთა შალელაშვილმა კოვიდ19 წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 1 000 000 ლარი ჩარიცხა!!👍👍👍👍❤️
მინდა გითხრათ, ეს კაცი ერთ წინადადებას არ იტყვის ისეთ, საქართველო რომ არ ახსენოს!!! და ამას საქმითაც ამტკიცებს!! ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ შოთა შალელაშვილი თბილისში, შშმ პირებისათვის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრს აშენებს საკუთარი სახსრებით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო, თანამედრო მსოფლიო დონის ცენტრი იქნება! მისი პერსონალის გადამზადებასაც და თანამედროვე აპარატურით აღჭურვასაც თვითონ უზრუნველყოფს!!! შემდეგ კი ამ ყველაფერს სახელმწიფოს გადასცემს! თავის ქვეყანას, საქართველოს აჩუქებს!!
ღმერთი შეეწიოს ბატონ შოთა შალელაშვილს ამ კეთილი საქმეებისათვის!!!💒
26 საუკუნოვანი მეგობრობა და ძმობა გრძელდება!!!” – წერს კოპალიანი.