ტაძარში მისვლა და ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა ერთმანეთთან არ არის კავშირში, – ამის შესახებ ჯკანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით გამკაცრებული ღონისძიების მიზანი სოციალური დისტანცირებაა.
„თუ ჩვენ დავაკვირდებით, ჩვენი ტაძრების გეოგრაფიულ გადანაწილებას საქართველოს ნებისმიერ ნაწილში, დავინახავთ, რომ მანქანების გადაადგილება ვერ შეაფერხებს ტაძარში მისვლას, შესაბამისად, ამ ორ ფაქტს შორის არანაირი კავშირი არ არის, ეს არის უბრალოდ გამკაცრებული ღონისძიება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და დავრჩეთ სახლში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარები