მე მიყვარს ჩვენი ისტორია, ძალიან მიყვარს ჩვენი კულტურა და ძალიან ვცდილობ, რომ როგორმე დავეხმარო. არ მგონია, რომ ხეებისადმი მაქვს რაიმე განსაკუთრებული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში უამრავი კულტურული ძეგლი აქვს აღდგენილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აღზევებულ ბავშვებს შევხვდი ბათუმში, რომლებმაც ჩემთან შესახვედრად ხეები მოიტანეს. მათ გონიათ, რომ ხეში ნახავენ რაღაც ისეთს, რომ ცუდი აღმოაჩინონ ჩემში, მაგრამ ვინც ჩემს მოღვაწეობას იცნობს საქართველოში, მე დავიწყე ჩემი საქმიანობა ძირითადად კულტურული მემკვიდრეობის აღდგენით. საკუთარ თავზე და საკუთარ გაკეთებულზე არ ვსაუბრობ, მაგრამ როდესაც საუბრობენ, რომ განსაკუთრებულად ხეები მიყვარს, განსაკუთრებულად ადამიანები მიყვარს. ყველაფერი თანმიმდევრულად და სწორად მაქვს დალაგებული, ჩემი ქვეყანა მიყვარს და ხეებსაც მიწვდა და ბუნებასაც მიწვდა ჩემი სიყვარული. ეს უნდა წარმოაჩინონ, რომ თითქოს მხოლოდ ხეებია. მე მიყვარს ჩვენი ისტორია, ძალიან მიყვარს ჩვენი კულტურა და ძალიან ვცდილობ, რომ როგორმე დავეხმარო. 500-ზე მეტი ძეგლი აღვადგინე და არავინ არ იცის, ამაზე არავინ არ საუბრობს, მაგრამ სწორედ ხე გაახსენდათ და ხეზე უნდათ რომ გადაიტანონ ყურადღება, თითქოს მეტი საზრუნავი არ აქვს ივანიშვილს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.