პატრიოტიზმში არც სააკაშვილს და არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ შევეჯიბრები,– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელი უფრო პატრიოტია – სააკაშვილი თუ ივანიშვილი.
“სამშობლოზე ზრუნვაში უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს. სამშობლოს სიყვარულში გაჯიბრებას მე არ ვიკადრებდი არც ერთ საქართველოს მოქალაქესთან და არავის დავუმტკიცებდი, რომ მათზე მეტად მიყვარს ქვეყანა, თუმცა უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. კიდევ ერთხელ მოვუწოდები ჩვენს საზოგადოებას, რომ ქვეყანაზე ზრუნვის მინიმალური გამოვლინება უნდა მოახდინოს თითოეულმა და ყველაზე ცოტა, არჩევნებზე მოვიდნენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
კომენტარები