ხანძარი საბერძნეთში. ცეცხლი კუნძულ სამოსზე მიგრანტების ბანაკში გაჩნდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დამწვარია ათზე მეტი საცხოვრებელი კარავი, შედეგად 200-მდე მიგრანტი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბანაკში ხანძარი მიგრანტების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია. შეტაკებები იყო პოლიციასთანაც. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
კომენტარები