დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მართალია ეს სწრაფი ტესტია, მაგრამ ყველა საეჭვო შემთხვევაში გადავალთ PCR ტესტებზე. მიზნობრივი ჯგუფები განისაზღვრება და ტესტირება ჩაუტარდებათ. ასევე დაიწყება მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებელი პირების ტესტირება, რაც ძალიან კარგი ნაბიჯია. მიზნობრივი ჯგუფების მოცვით, შეგვიძლია ინფექციის გავრცელების რისკები მნიშვნელოვნად შევამციროთ“, – აღნიშნა გოფოძემ.
კომენტარები