რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
„ახლახან ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენეს. შესაბამისად, თვითიზოლაციის რეჟიმი და ექიმების რჩევები უნდა შევასრულო. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩემი კოლეგები დავიცვა ვირუსისგან“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარები