საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი Facebook-ზე საქართველოს COVID19-თან ბრძოლის წარმატებულ მაგალითზე წერს.
მისი თქმით კორონავირუსის მსგავსად, არჩევნებზე „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ დაამარცხებს.
“სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, გამოცემები და ექსპერტები აღნიშნავენ საქართველოს კოვიდ-19-თან წარმატებულ ბრძოლას და ბევრ მათგანს უკვირს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ მოახერხა ეს.
☣მაგრამ, საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ქართველ ერს მსგავს ვირუსთან ბრძოლის უკვე საკმაოდ დიდ ხნიანი გამოცდილება აქვს და მას კორონაციზმი-5 (COVID-5) ქვია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამ ვირუსთან ბრძოლის ვაქცინა არ არის გამოგონილი, ქართველები მივეჩვიეთ არა მარტო მის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ მასთან თანაცხოვრებასაც კი. უკანასკნელი მოვლენენები ცხადყოფს, რომ კორონაციზმი-5 (COVID-5)-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ბევრად უფრო მალე იქნება დამზადებული (სავარაუდო თარიღად ოქტომბერი სახელდება), ვიდრე ახალი კოვიდ-19-ის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ორი ვირუსის კიდევ უფრო მალე დამარცხებას, თუ მეცნიერულად შესწავლილი იქნება ორივე მათგანის გენეტიკური კოდები, რომლებიც როგორც ფაქტები მეტყველებენ, ძალიან მსგავსი და ერთმანეთთან დაკავშირებულია.
☣ ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დღეს ორივე ეს ვირუსი მსგავსი ხერხებით ებრძვის საქართველოს”, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
