შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის უახლესი სტსტისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით კრიმინალი შემცირებულია.
ირკვევა, რომ 2020 წლის მარტში სულ დარეგისტრირდა 5366 დანაშაული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 13,65%-ით ნაკლებია.
კლების ტენდენცია ფიქსირდება მთელ რიგ კატეგორიებში, მათ შორის ისეთ დანაშაულებებთან მიმართებაში, როგორებიცაა:
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (2 ფაქტი, – 33,3%)
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (8 ფაქტი, – 52,9 %)
ყაჩაღობა (19 ფაქტი, – 48,6%)
ქურდობა (1776 ფაქტი, – 9,7%)
ძარცვა (20 ფაქტი, – 33,3%)
ტრეფიკინგი (1 ფაქტი, – 83.3%)
ოჯახში ძალადობა (466 ფაქტი, – 6,8%)
გამოძალვა (2 ფაქტი, – 88,2%)
ნარკოტიკების კონტრაბანდა (6 ფაქტი, – 70%)
ცივი იარაღის ტარება (20 ფაქტი, – 51,2%)
ყალბი დოკუმენტების დამზადება (88 ფაქტი, – 50,5 %)
თავისუფლების უკანონო აღკვეთა (11 ფაქტი, – 35,2%)
თაღლითობა (106 ფაქტი, – 19%)
სატრანსპორტო დანაშაული (374 ფაქტი, – 19,4%)
საერთო მაჩვენებლის გაუმჯობესების მიუხედვად დანაშაულის რამდნეიმე კატეგორიაში მატების ტენდენციაც გამოიკვეთა, კერძოდ:
მუქარა (222 ფაქტი, +12%)
ნივთის დაზიანება (278 ფაქტი, +32.3%)
კომპიუტერული დანაშაული (213 ფაქტი,+11.5%).