იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური ზრდა შემცირებას განაგრძობს. იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 221 შემთხვევა დადასტურდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 211 938 შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება სიკვდილიანობას, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 195 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც სიკვდილიანობის საერთო რაოდენობა 29 079-მდე გაზარდა.
კომენტარები