თურქეთში კორონავირუსით ლეტალობის შემთხვევებმა 4 ათასს გადააჭარბა, ქვეყანაში 100 ათასზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
პრეზიდენტ ერდოღანის ინფორმაციით, 29 მაისიდან თურქეთში მეჩეთების ნაწილი გაიხსნება. 15 ივნისიდან კი, საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს მიიღებენ, ხოლო სკოლებში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან აღდგება.
“23,24,25 და 26 მაისს ყველა პროვინციაში სახლებიდან გასვლა აკრძალული იქნება. 15 პროვინციაში ჩასვლა კვლავ აკრძალული იქნება. 24 მაისს 14 საათიდან 20 საათამდე ქუჩაში გასვლას შეძლებენ 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, სკოლები მუშაობას სექტემბრიდან განაახლებენ,” -განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
კომენტარები