– ამის შესახებ ანალიტიკოსი, ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი აცხადებს.
“ეხლა მოვხვდი ტელევიზორთან, თბილისიდან გასული ვიყავი, და ვუყურებ პრემიერ გიორგი გახარიას გამოსვლას პარლამენტში, პასუხობს დეპუტატების კითხვებს.
ყველა საკითხი იცის სიღრმისეულად, პასუხობს დეპუტატების საკმაოდ ბევრ არაპროფესიონალურად დასმულ კითხვას მშვიდად და კომპეტენტურად.
პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომელშიც გარკვეული არ იყოს. ამ ჩასაფრებული დეპუტატების მიმართაც არის კეთილგანწყობილი.
დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანას მშვიდად და კრიზისიდან გამოსულს მიიყვანს არჩევნებამდე!”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
კომენტარები