ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 30 ათზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 645 ათას გადააჭარბა. ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 005 ადამიანი შეეწირა და დაღუპულთა რაოდენობა 35 000-ს გასცდა.
ცნობისთვის, “ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის” მონაცემების თანახმად, ორი დღის წინ ბრაზილიამ კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ ბრაზილიაში საკმაოდ მძიმე ეპიდსიტუაციაა.
“ბრაზილიაში კოვიდ-19-ის თვალსაზრისით მძიმე ვითარებაა, შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა, თავის მხრივ ამ ორგანიზაციამ შეწყვიტა ჰინდროქსილქლოროქინზე კვლევების წარმოება, ჩვენ კი არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, გამოვიყენოთ ეს პრეპარატი პაციენტებზე სამკურნალოდ თუ არა, პოლიტიკური გარჩევების ფონზე ქვეყანაში უამრავი ადამიანი ინფიცირდება,”- ამბობს ჟაირ ბოლსონარუ.