ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ გირაო შეუფარდა. ბრალდებულს მოსამართლის გადაწყვეტილებით, 1.25 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.
პოლიციელი, დერეკ შოვინი სასამართლოზე დღეს დისტანციურ რეჟიმში წარდგა. ის მინესოტის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.
დერეკ შოვინის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ივნისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავების დროს მინეაპოლისის პოლიციის თანამშრომელმა ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც ფლიოდი გარდაიცვალა.
შოვინს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი და მისი დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ფლოიდის გარდაცვალებას კი აშშ-ში მასობრივი არეულობა და საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. დემონსტრანტები დამნაშავის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.