მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით 2020 წლის არჩევნებში მისი პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობას მიიღებს და კანდიდატს დააყენებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში, გარდა იმ ოლქისა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს:
“პოლიტიკური ძალა ტრიბუნა ყველგან მიიღებს მონაწილოებას და ყველგან დააყენებს კანდიდატს, შეიძლება 2-3 ოლქში არ დავაყენო. ნიკანორ მელია სადაც დადგება იქ შეიძლება კანდიდატი არ დავაყენო. მე ხმა არ მიმიცია მისი პარლამენტიდან გაგდებაზე. მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი უსამართლოდ გააგდეს პარლამენტიდან და რადგანაც უსამართლოდ გააგდეს, ერთი მანდატი, რომ დავუთმო არაფერი არ დაშავდება”
კომენტარები