არაგულწრფელობას ვხედავ მის გამოსვლაში და ასევე მგონია, რომ ის ვიღაცის დავალებას ასრულებს – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ხელმძღვანელის პაატა ბურჭულაძის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები.
“სამწუხაროა, რომ პაატა ბურჭულაძე, საკმაოდ ცნობილი პიროვნება ჩვენი ქვეყნისთვის, დღეს ხედავს რაღაც პრობლემებს, გამოდის ხმამაღალი განცხადებებით და თვლის, რომ სწორედ ახლა დადგა მისი პოლიტიკურად გააქტიურების დრო, იმიტომ, რომ თურმე, ქვეყანა ინგრევა და ამ დროს მთელ იმ წინა პერიოდში, რომელიც უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მას არავითარი წუხილი არ ჰქონდა. თურმე, მისთვის უფრო მისაღები გამოდის ის 9 წელი. მე, სამწუხაროდ, მაშინ, მისი პოზიცია არ გამიგია. არაგულწრფელობას ვხედავ მის გამოსვლაში და ასევე მგონია, რომ ის ვიღაცის დავალებას ასრულებს”,- განაცხადა კობახიძემ.