მიმდინარე წლის ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი – „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 67 ფაქტი აღკვეთეს.
აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით – 4 914 011 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა – 420 749 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
კომენტარები
