ჩეჩნეთში სოფელ კენხის მცხოვრების რამაზან ჯალალდინოვის სახლი დაწვეს. ჯალალდინოვმა აპრილში რუსეთის პრეზიდენტისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთში კორუფციის შესახებ შესჩივლა. ინფორმაციას ამის შესახებ “ნოვაია გაზეტა” ავრცელებს.
კერძოდ, მამაკაცი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ადგილობრივი თანამდებობის პირები სტიქიის შედეგად დაზრალებულ მოსახლეობას კომპენსაციის სანაცვლოდ ქრთამს სთხოვდნენ.
კენხიში ჯალალდინოვის სახლი 12 მაისის ღამით დაწვეს. როგორც ოჯახი ყვება, ღამით მათთან ნიღბიანი პირები მივიდნენ, რომლებმაც ისინი მანქანაში ჩასვეს და სხვა რაიონში წაიყვანეს, სახლი კი დაწვეს.
დაზარალებულების მტკიცებით, თავდამსხმელებმა სოფლის მცხოვრებლებს მომხდარის შესახებ საუბარი აუკრძალეს სახლების დაწვის მუქარით.
როგორც დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პეკსოვმა განაცხადა, სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მაოხდინონ, თუკი ჩეჩნეთის მცხოვრების სახლის დაწვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება. ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის პრესმდივანი კი აცხადებს, რომ მან სოფელ კენხიში მომხდარის შესახებ არაფერი იცის.