დიდ ბრიტანეთში კი დღეიდან პაბები, კაფეები და რესტორნები იხსნება. მუშაობას განაახლებენ კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი სილამაზის სალონები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, კინოთეატრები, გალერიები, ღია ტიპის სპორტული დარბაზები, ბავშვთა სათამაშო მოედნები.
პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მეორე ტალღის თავიდან აცილების მიზნით საზოგადოებას სოციალური დისტანცირების დაცვისკენ მოუწოდა.
ამასთან ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ “რემდესივირის” გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა. კორონავირუსის წინააღმდეგ “რემდესივირის” გამოყენება უკვე ნებადართული გახდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.
კომენტარები