საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ ნანტის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით დაკავებული 39 წლის რუანდელი ლტოლვილი, გამოკითხვის შემდეგ, გაათავისუფლა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„მას მომხდართან კავშირი არ აქვს. არსებული შეუსაბამობები უკვე დაზუსტებულია“ – აცხადებენ უწყებაში.
ლტოლვილი კაცი ტაძარში მოხალისედ მუშაობდა. სწორედ მას ევალებოდა ტაძრის ჩაკეტვა ხანძრის გაჩენამდე ერთი დღით ადრე.
კომენტარები