ვეცნობოდი ნაც-ოპოზიციის და მათი სატელიტების რეაქციებს გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბარზე და სიმართლე გითხრათ, ძალიან შემეცოდნენ, არა ნაცები კი არა, არამედ ისინი, ნაცების და სააკაშვილის მიმართ „სტოკჰოლმის სინდრომი“ რომ გაუჩნდათ და ნაზად რომ გაუწვნენ ქვეშ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს.
მისი თქმით, საკვირველი იქნებოდა, პომპეოს რომ არჩევნების თემა არ ეხსენებინა, რომელსაც აშშ-მა ამდენი ენერგია და რესურსები დაახარჯა.
„აქცენტს აკეთებენ მხოლოდ იმაზე, რა უთხრა პომპეომ გახარიას არჩევნებთან დაკავშირებით. საკვირველი იცით რა იქნებოდა?! პომპეოს რომ არჩევნების თემა არ ეხსენებინა, რომელსაც აშშ-მა ამდენი ენერგია და რესურსი დაახარჯა. რა თქმა უნდა, იქნებოდა არჩევნებზე საუბარი და რატომ უხარია ეს ოპოზიციას, არ მესმის. ტყუილად ჰგონიათ, რომ ეს გადაარჩენთ, იმ რღვევის და არაადეკვატური მოძრაობების ფონზე, რაც მათ ბანაკში ხდება. პომპეომ და გახარიამ კიდევ სხვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, მაგრამ ნაცმედიას და იმ „სტოკჰოლმის სინდრომით“ დაავადებულ შემადგენლობას ხომ ეს არ აინტერესებს“, – წერს ანჯაფარიძე.