„ფაქტია, რომ პომპეო და მთლიანად აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია საქართველოს თვლის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში. გარდა ამისა, საქართველომ, ახლა უკვე აშშ-ის სახდეპარტამენტის უმაღლესი მაღალჩინოსნისგან დაიმსახურა ქება პანდემიასთან ბრძოლის მაღალი ეფექტურობის კუთხით“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
მისი თქმით, ოპოზიციის მიერ შექმნილი ვირტუალური მოდელი ერთია, რეალობა კი მისი საპირისპირო.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერ გიორგი გახარიას შორის შედგა საინტერესო სატელეფონო საუბარი. ეს იმ ფონზე, როცა პანდემიის გამო გადადებულია ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სხდომა, რომელიც ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. როგორც ჩანს, ეს სხდომა წლის ბოლოს გაიმართება.
ოპოზიცია ამას ვერ გაიგებს ან უკუღმა გაიგებს, ან ეცდება, უკუღმა გააგებინოს თავის სექტას, მაგრამ ფაქტია, რომ პომპეო და მთლიანად აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია საქართველოს თვლის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში.
გარდა ამისა, საქართველომ, ახლა უკვე აშშ-ის სახდეპარტამენტის უმაღლესი მაღალჩინოსნისგან დაიმსახურა ქება პანდემიასათან ბრძოლის მაღალი ეფექტურობის კუთხით. საუბარი შეეხო ეკონომიკას, რეფორმებს სასამართლო სისტემაში და რაც მთავარია, მომავალ არჩევნებს. ეს საუბარიც და ბოლოდროინდელი კიდევ უფრო გააქტიურებული თანამშრომლობა აშშ-თან აჩვენებს ერთს, რომ ასეთ მაღალ დონეზე ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა. თუმცა ჩვენი ვაი-ოპოზიცია ამტკიცებს მეორეს, თითქოს მოსულია აპოკალიფსი და აშშ საქართველოს წუთი წუთზე სანქციებს დაუწესებს. ოპოზიციის მიერ შექმნილი ვირტუალური მოდელი ერთია, რეალობა კი მისი საპირისპირო“, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.