სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დღეს ბელარუსში თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს ხოლმე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა 1 საათი დაჰყო მინსკის აეროპორტში და ის ახლა უნდა ბრუნდებოდეს უკან. თუმცა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტაციაში, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამას არ ადასტურებენ.
“კატეგორიულად უარვყოფთ და ვამბობთ, რომ არა თუ საქართველო, თბილისიც კი არ დაუტოვებია” – გვითხრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა.
კომენტარები