ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს.
„ძებნილმა შლეგმა იუსტიციის მინისტრი დააბულინგა და კლასიკური სექსიზმი გამოიჩინა. ბევრის გასაკვირად, მას პასუხი გასცა ბაია პატარაიამ. სხვები ინარჩუნებენ “დუმილის უფლებას”.
განსაკუთრებით ის შერჩევითი, სამარცხვინო სახალხო დამცველი Nino Lomjaria, რომელიც საკუთარი მუშაობით თავი დაგვამახსოვრა ნაცვასალად. შეგახსენებთ, მისი ოფისის ქირაში ყოველთვიურად ვიხდით $34.000.
გაისუსნენ სხვა ფსევდო-“ენჯეოშნიკები”, რომელთა ვალდებულებაა ყველას უფლება დაცვა განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა.
ამიტომაც, ყოველთვის ვუწოდებ ლომჯარია-კინწურაშვილების კლასტერს უვიც გოიმებს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ გაგაქროთ ნაცვასალობის NGO-ასპარეზიდან“, – წერს გია აბაშიძე.
კომენტარები