ცნობილი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ნიკოლა კალაძე ორი წლის გახდა. ცნობილმა დედამ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ნიკოლას უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც დიზაინერი წერს, დაბადებიდან პირველ დღეებში ნიკოლას წონის დიდი კლება ჰქონდა, თუმცა შემდეგ მალევე გაიზარდა და „ლოყებიც ჩამოეკიდა“.
ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.
კომენტარები