ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ტვპირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება.
“მე იმის მეშინოდა, ჩვენი დნმ-ი არ ამოსულიყო ჩანთაზე, თორემ პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა და აღარაფერი გვეშველებოდა” – ამბობს ბრალდებული ფარულ ჩანაწერში. რაზე მეტყველებს ეს სიტყვები?
არის სხვა საინტერესო ფრაზებიც.
ეს ჩანაწერი ადვოკატებისგან რომ “მოიპოვეთ” და გუშინ “რევოლუციური” ტალღის აგორებას ცდილობდით, თითქოს თქვენ მოიპოვეთ, შინაარსზე რა კომენტარი გაქვთ ცრუ ტელევიზიების ცრუ გამომძიებლებს?
ერთ-ერთმა სააგენტომ სხვა კითხვა ვერ დასვა, დნმ-ის პასუხი ჯერ ციხეს რატომ შეატყობინეთ და მერე საზოგადოებასო? ციხეს კი არა, ბრალდებულების ადვოკატებს შეატყობინეს. რატომ უნდა შეატყობინონ ადვოკატებამდე საზოგადოებას? მართლა არ გესმით, თუ თავს იაბდლებთ?
რასაც თქვენ ბოლო ორი წლის მანძილზე სჩადიხართ, ეწინააღმდეგება ექს-პრეზიდენტის ბოდიშს ე.წ. მძიმე შეცდომებთან დაკავშირებით.
ბოდიშს როცა იხდიან, ცხოვრების და ქცევის წესს ცვლიან.
არ გამოგდით ამ ორი ტრაგედიის გირგვლიანიზაცია?! წესით, საქმიანობა უნდა აგეკრძალოთ, პოლიტიკურიც, ჟურნალისტურიც…
მერე გიკვირთ ჩემი ან სხვების დამოკიდებულება. რა შეფასებებიც არ მოგწონთ, არაობიექტურად ნათლავთ.
ველოდები როგორ “გაშიფრავთ” თქვენსავე “მოპოვებულ” ჩანაწერებს. ხომ დაგვპირდით?
ფან-კლუბებმა კი გააგრძელეთ მავნე ძალების მხარდაჭერა. არ შეიმჩნიოთ…”-წერს სალუქვაძე.