ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ერთვებიან და დაზარალებულის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის სამართლებრივ ინტერესებს ოჯახის ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან ერთად დაიცავენ.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებს გამოძიებამ ამ დრომდე ვერ გასცა პასუხი.
შეგახსნებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.
კომენტარები