9 ივნისს გორში მომხდარი ჩუხბის დროს დაშავებული ერეკლე თედლიაშვილი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ წუხელ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვლა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო და იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში.
მომხდარ ფაქტზე ბრალდებულია კრივში მსოფლიო ჩემპიონის გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი. ის სამართალდამცავებმა 10 ივნისს დააკავეს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით.
დანაშაული კი 9 ივნისის ღამეს მოხდა, გორში მდებარე რესტორან „ჟოზეფში”. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დრომდე საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 15 სექტემბერს არის ჩაინიშნული.
კომენტარები