ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე დუმილს არღვევს.
დაკავებული მორაგბე პირველად, “ინტერპრესნიუსთან” საუბრობს საქმის გარშემო და აცხადებს, რომ ის ხიდის ქვეშ არ იმყოფებოდა და გიორგი შაქარაშვილისთვის გზა არ მოუჭრია.
სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში არჩილ გაგნიძე საზოგადოებას მიმართავს და პირდება, რომ ის ამ საქმეში მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
მორაგბის თქმითვე, ის გამოძიებასთან თავიდანვე თანამშრომლობდა და არანაირი სახის ინფორმაცია არ დაუმალავს.
“მინდა საზოგადოებას მივმართო და გავაგებინო, რომ ყველაფერს, რასაც ვხედავ ამ საქმის ირგვლივ, არის სიყალბე და სიცრუე. ვხედავ როგორ ცდილობს ბრალდების მხარე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჩვენი გამამართლებელი მტკიცებულებების განადგურებით და ყალბი მტკიცებულებების შექმნის მცდელობით ჩამოაყალიბონ ხალხის აზრი, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები ცხონებული გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაში. გაგრძელება