„ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან კასპის რაიონის აგიტატორი, ნინო კორაშვილი გარიცხა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კასპის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი წერს.
„პარტია „ქართული ოცნების“ ღირებულებებთან შეუთავსებელი დამოკიდებულების და ზოგადად, წინასაარჩევნო პროცესისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, კასპის რაიონში, „ქართული ოცნების“ აგიტატორი – ნინო კორაშვილი გარიცხულია პარტიიდან.
საზოგადოებამ, ჩვენმა ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ პოლიტიკური ასპექტების გარდა, „ქართულ ოცნებაში” მთავარი ღირებულება ადამიანი და ადამიანური ფასეულობებია.
ამ ღირებულებებთან შეუთავსებელი არცერთი ადამიანის ადგილი ჩვენს პარტიაში არ არის!“, – წერს ირაკლი მეზურნიშვილი.
კომენტარები