ბევრი ნაოჭი არ მაქვს, რადგან გულში წყენას არ ვინახავ, თმებიც არ დამცვივდა ჯერ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ნებისმიერი ადამიანი, ახლა ვინც არის „ოცნებაში“ და როგორც კი აღარ იქნებიან იმ მდგომარეობაში, მე არავითარი წყენა არ მექნება. ხომ ხედავთ, ბევრი ნაოჭი არ მაქვს და რატომ არ მაქვს, თუ იცით? საერთოდ, გულში წყენას არ ვინახავ და თმებიც არ დამცვივდა ჯერ. ბოდიში, არავის მინდა, ვაწყენინო, ვისაც თმა გასცვივდა. ჯერ კიდევ ნორმალურ ფორმაში ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები