უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ დროისთვის, ხელოვნური მართვითი სუნთქვის აპარატზე 82 პაციენტი იმყოფება.
მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 9162 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.
„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებულების რაოდენობა გახლავთ 14 421 პირი. 3234 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1577 პირი. ხოლო, აჭარის რეგიონში 641. დღეის მდგომარეობით, 397 მძიმე პაციენტი გვყავს. მათ შორის, თბილისში 201, აჭარის რეგიონში 80. ხელოვნური მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათ შორის, თბილისში 53, აჭარაში 12.2025 პირი მოთავსებულია კოვიდ სასტუმროში. 9162 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.