უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „კოვიდ-19“-ის 26 ოქტომბრის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელდა 603 პირი.
“დღეს გამოვლენილი 1 872 შემთხვევიდან თბილისში არის 913, აჭარაში – 296, იმერეთში – 337, ქვემო ქართლში – 89, შიდა ქართლში – 54, გურიაში – 32, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 90, კახეთში – 13, მცხეთა-მთიანეთში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 692. 3 832 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 969, აჭარაში – 657.
„დღეის მდგომარეობით, მძიმე პაციენტი გვყავს 401, მათ შორის, თბილისში – 159, აჭარაში – 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 117 პირი – მათ შორის, თბილისში – 71, აჭარაში – 23.
2 249 ადამიანი „კოვიდ“-სასტუმროშია, მათ შორის 1 216 – აჭარაში, ხოლო 775 – თბილისში;
12 611 პირი მკურნალობის სრულ კურსს გადის ბინაზე.
საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 769 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 748, აჭარაში-1 937. სულ, 6-25 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 8 503 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 736 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 608 პირი, აჭარაში – 10 910, იმერეთში – 4 105. ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.