“რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია ემიჯნება გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შინაარსის განხილვას.
მისი თქმით, მხოლოდ იმას გააშუქებენ, როგორი უკანონო გზებით მოხდა მსგავსი მასალების მოპოვება-განთავსება.
გვარამია მოუწოდებს სხვებსაც მასალებს, რომლის მოპოვების კანონიერებაც არ დადასტურებულა შინაარსობრივად ნუ განიხილავენ.
“თუ საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ არ იტყვის უარს, არასდროს არ დაილევიან ადამიანები ივანიშვილის მსგავსად, რომლებიც ჩანაწერებს უკანონოდ მოიპოვებენ და განათავსებენ. მათი მიზანია, ადამიანებმა ამ მასალების განხილვა დაიწყონ. თუ განმხილველები არ იქნებიან, არ იქნებიან ასეთი მასალების პროვაიდერებიც. ივანიშვილის რეჟიმი უკანონოდ გვისმენს, ავრცელებს გაუგებარ აუდიომასალებს, რაც ანგარიშსწორებას ისახავს მიზნად. ამიტომ ვაცხადებ, რომ 8 ოქტომბერი რეფერენდუმია. შემოვხაზოთ ნებისმიერი 41-ის გარდა. ხელისუფლება აპირებს ამ გზით სიარულს. მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლებამ აირჩია ეს გზა. ეს დამარცხების გზაა. ხელისუფლება იმ მდინარეში შედის, რომელშიც 2012 წელს შევიდა “ნაციონალური მოძრაობა” და დამარცხდა. “რუსთავი 2”- ის დემონიზაცია მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის, ისევე როგორც ოპოზიციის დემონიზაცია. ჩვენ ამის შესაძლებლობას ივანიშვილს არ მივცემთ. უამრავი აუდიომასალა პირადად ჩემზე და “რუსთავი 2”- ის სხვა თანამშრომლებზე სუს-ის ხელმძღვანელობის მიერ ატანილია ივანიშვილთან, რომელიც წყვეტს რა გამოქვეყნდეს. რაც შეეხება დაემორჩილება თუ არა “რუსთავი 2” ზეწოლას, ჩანაწერის გამოქვეყნების შემთხვევაში არ დავემორჩილებით, ჩემი პირადი აღიარება გახსოვთ, არავის არ გაუკეთებია მიუხედავად იმისა, რომ აშანტაჟებდნენ ადამიანებს. ოპოზიციას მივმართავ, ხელს ნუ უწყობენ “რუსთავი 2”-ის დემონიზაციას. ვერავის ავუკრძალავ “რუსთავ 2”-ზე საუბარს, მაგრამ თავი შეიკავეთ თქვენს შიდა დისკუსიებში “რუსთავი 2”-ის ხსენებისგან“, – განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ რევოლუციას ემიჯნება, თუმცა ხმების დასაცავად პოლიტიკოსების მიერ ბრძოლაში, აქციებში პრობლემას ვერ ხედავს.
მისი თქმით, ხმების დასაცავად ბრძოლა იყო “ვარდების რევოლუციაც”.
“რუსთავი 2″-ის დემონიზაციის მიზანს რაც შეეხება, ეს ეგზიპოლებია და ამის შიში აქვთ. ჩატარდება მაინც და იქნება ობიექტური, ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენი ამომრჩევლების ინტერესი დავიცვათ, თუ ცესკო განსხვავებულ მონაცემებს დადებს და აღმოჩნდება რომ ხელისუფლებამ მოიპარა ხმები პარტიების გადასაწყვეტია, რას იზავენ. კანონიერი პროტესტის გზები დასაშვებია. “ვარდების რევოლუცია” არა გადატრიალება, არამედ ხმების დაცვა იყო. სიტყვა გადატრიალება მზარავს. იქ, სადაც მე ვიქნები არ იქნება სახელმწიფო გადატრიალება. “რუსთავი 2” ემიჯნება და მოუწოდებს ყველას, გაემიჯნონ სახელმწიფო გადატრიალებას. გრიგოლიას ეთერში ცაგარეიშვილის განცხადებას გამოვეხმაურები და შევახსენებ, ალასანიამ მითხრა, წელში გადავტეხავ ივანიშვილს, თუ ხმებს მომპარავსო. ეს პატრიოტი პოლიტიკოსის ნათქვამია, როგორ დაიცავს ხმებს. ეს არაა გადატრიალება. “რუსთავი 2” ემჯნება არა მხოლოდ დაუდასტურებელი მასალის გაშუქებას, არამედ გადატრიალებას. ყველა პოლიტ ლიდერთან მაქვს ღია კომუნიკაცია, კანონის დამრღვევია ვინც გისმენს და გიქვეყნებს, ინტელექტუალურად უმწიფარი და ფსიქიკურად არამდგრადი ივანიშვილის თავში რა მომწიფდება არ ვიცი“, – განაცხადა გვარამიამ.