პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტის წინ, საკუთარი აღშფოთებისა და ვაჟკაცობის დასამტკიცებლად სასჯელარსრულებლის მონიტორინგის სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტის წინ შეკრებილი ე.წ. ოპოზიციური სპექტრის ხბოს აღტაცება მოჰყვა. ფაქტი გააშუქა ოპოზიციური პარტიების ტელევიზიებმა, თუმცა ნიკა მელიამ საზოგადოება ჩვეულ სტილში ისევ გააბრიყვა და სინამდვილეში გადაგდებული სამაჯური მისი თანაშემწის ხელში აღმოჩნდა. თანაშემწემ ნიკა მელიას სამაჯური ჩუმად უკან დაუბრუნა და ე.წ. მეამბოხე, ბორკილაწყვეტილი მელია ამ დროისთვის ისევ სამაჯურით გადაადგილდება.
www.mpn.ge
კომენტარები