დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინტერნეტში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს, რომელშიც გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და სალომე სამადაშვილი ფიგურირებენ.
„რაო, გუბაზ?! გარანტირებული მილიონი (ები)? ხო, ვიკითხოთ ახლა, მიამიტი სახეებით, რა სჭირთ, რატომ არ შედიან პარლამენტში 1-3 და უპროცენტოები, დემოკრატიულ ტრიბუნას რატომ კარგავენ, მიშას გავლენის ქვეშ მოექცნენ, საბრალოები?!
ჰაჰაჰა! რად უნდა ამ ხალხს ჩვენი პარლამენტი, აგერ, მთლიან “კიევურ” ტორტს ინაწილებენ! სალომე აგრესიული რას იგინება?!
აუუუ, რანი ხართ!
ელდარა ძიას გამოსვლა ვისგან მოდიოდა, რა ზუსტად მითქვამს, რამდენიმე ახლობლისთვის, შინაურულ ანალიტიკურ თამაშობებში?!
არ დაიწყოთ ახლა, პუტინიო! არ არის ელდარა ძია რუსეთის ოფიციოზის ხაზი, ეს ალასანიას და მისნაირების ხაზია, გვარებს არ დავასახელებ! მძაგს ეს ხაზი!
არ გჯერათ? ოფიციოზის რომელი ფიგურა “გააშავა” ელდარა ძიამ? ვლადისლავ სურკოვი, ოფიციოზის ერთ-ერთი დასაყრდენი! ეს ერთი . . . რამდენი რამე გამომზეურდება კიდევ! საქართველოს “ხსნის” კომიტეტი! ავრორა, ლენინი, ქაბული!
315-ე მუხლი! გარეჯის მერე კოდორია! . . .
ახლა რა ავტორიტეტით შეხვალთ პარლამენტში, 1-3%-იანებო, სასარგებლო იდიოტების? თუ არ შედიხართ, იმიტომ, რომ თანამონაწილეები ხართ თქვენც?!
დიდი ხარ, უფალო, დაიფარე საქართველო გველ-ხოკერებისგან! უდიდესია, შენი სამართალი უფალო!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.