„ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„მიშა პოლიციელებს ლანძღავს და ემუქრება, ვიცით თქვენი ოჯახის მისამართებიო! აბა გაბედეთ და რომელიმე პოლიციელის ოჯახის წევრს შეეხეთ, ერთმანეთში გაგარჭობთ, შენ, შაშკინს, გვამიჭამია მერაბიშვილს და ქათამ გვარამიას. მელიას დესერტად მოგაყოლებთ“, – წერს სამხარაძე.
მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს დოქსოპულოები უწოდა და განაცხადა: „ამ კოსმონავტებს და დოქსოპულოებს დედა ჰყავთ პრინციპში. ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, მივაკითხოთ ყველას ცალ-ცალკე, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ“.
კომენტარები