იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სუმოში წლის პირველი სუპერტურნირი ჰაცუ ბაშო დაიწყო. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ პირველივე ბრძოლა მოიგო. ტოჩინოშინმა წლის პირველ შეხვედრაში მონღოლი მე-4 მაეგაშირა ტამავაშიდაამარცხა. ბრძოლა დაძაბულო გამოდგა, ტოჩინოშინის მეტოქეს მოგების შანსიც ჰქონდა, თუმცა ლევან გორგაძემ ტამავაშიბოლო მომენტში შემოატრიალა და იორიკირის ილეთით დოჰიოდან გადაიყვანა. ურთიერთშეხვერებშიტოჩინოშინი მონღოლს უკვე 20:9-ს უგებს.
ხვალ, მეორე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძეს მეტოქე მე-5 მაეგაშირაოკინიუმი იქნება. ქართველი სუმოისტი 35 წლის იაპონელ მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში 9:7 უპირატესობა აქვს.
კომენტარები