ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რეკორდულად მოკლე დროში – 7 თვეში, წარმატებით დასრულდა – აღნიშნულს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ეხმაურება:
”კიდევ ერთი მაგარი ამბავი დღეს!
ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა. შესაბამისი მემორანდუმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა.
ერთი წლის წინ ჩინეთში ვიზიტისას დაწყებული მოლაპარაკების წარმატებული დასასრული. საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი წარმატებული მოლაპარაკება”, – წერს კობახიძე.
კომენტარები