სამოქალაქო აქტივისტ მანჩო გიორგობიანის გამოხმაურება TV პირველის ეთერში გავრცელებულ, ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით.
“თავიდან ცოტა ხუმრობით მინდოდა დამეწერა გუშინდელ “სკანდალურ” ჩანაწერებზე.. მერე, დაღუპულები გამახსენდა და არ გამოდიოდა, რომ არ მეთქვა…
ბერას და ღარიბაშვილის ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქვეყანა პროგრესისკენ მიდის.
სულ რაღაც 10-15 წლის წინ, ნაცხ-მთავრობა, ერთი გადატრიალებული სიტყვისთვის , ხალხს იტაცებდა, სცემდა, აწამებდა, აინვალიდებდა, ციხეში ალპობდა და ხოცავდა პირადი ანგარისწორებუსთვის ე.წ. “შეურაცხმყოფლებს” – რასაც შეეწირნენ სანდრო გირგვლიანი, სულხან მოლაშვილი, ზურაბ ჟვანია, კობა დავითაშვილი, ვალერი გელაშვილი ფაქტიურად ცემით მოკლეს ( სრულიად შემთხვევით გადარჩა) და ა.შ. ამ სამწუხარო სიაში ასობით ადამიანია – დაღუპული, გამქრალი, დასახიჩრებული, ციხენახეხი და ნაწამები…
ოცნების ხალხი კიდევ, “უბნელების, მეზობლების და მშობლების წინაშე ტუქსავენ ” თურმე “უზრდელებს” , რომლებიც მკვდარს და ცოცხალს უტრიალებდნენ ყოველ ცისმარე დღეს – აი ამ ტიპებს “ბოდიშებს ახდევინებენ” საჯარო სივრცეში, ფიზიკური ძალადობის გარეშე … არც ეს არის დიდად ცივილიზებული გამოსავალი, მაგრამ პროგრესული სახელმწიფოს შექმნის გზაზე, კავკასიურ ქვეყანაში, სადაც გინებაზე რეაქცია საზოგადოებაში დიდად განსხვავდება ევროპული ქვეყნების “რეაქციებისგან”, მით უმეტეს, რომ იქ კანონი სჯის შეუარცხყოფისათვის და აქ არა!.. ბოდიშის მოთხოვნასაც ვერ ეღირსები სასამართლოსგან…
ჰოდა, ასეთი “დაკაჩავება” ამ ვითარებაში და ამგვარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით ნამდვილად “ირმის ნახტომია” … ნელნელა მკვიდრდება მორალი, რომ გინებისთვის კაცის კვლა არ შეიძლება…
“სახელმწიფო სადამსჯელო ოპერაციას” რომ აბრალებენ, ეს იქედანაც ჩანს, გვარამია-გაბუნიას რომ ბოტოქსიც არ შერყევიათ, მიუხედავად უკიდურესი ლანძღვა-გინებისა, თუ დაცვის ბიჭები უშველიდნენ და გადაუდგებოდნენ ტერორს?! კარგით რა , მორჩით კრიახს!”- წერს მანჩო გიორგობიანი.