ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში, გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება და თავის აზრს საჯაროდ ავრცელებს.
„ფარული ჩანაწერები – 10 წლის წინანდელი, 2011 წელს გაკეთებული, მიჭრილ – მოჭრილი. ფიგურანტები – ბერა ივანიშვილი, 16 წლის, არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლე; თმენის ვალდებულების არმქონე. ანზორ ჩუბინიძე – კერძო პირის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაცვის უფროსი, მისი პირდაპირი მოვალეობა იყო ბერა ივანიშვილის უსაფრთხოებისა და მთლიანად ოჯახის სიმშვიდის დაცვა, ამაში იღებდა ხელფასს; ირაკლი ღარიბაშვილი – არასაჯარო ფიგურა, სახელმწიფო თანამდებობის არმქონე პირი; მეორე მხარე – „კლავიატურის ლომები”, რომლებიც აგინებდნენ და აბულინგებდნენ 16 წლის ბერა ივანიშვილს, სკოლის მოსწავლეს; სავარაუდო ქმედება – „კლავიატურის ლომების“ დაცაცხანება, რომ თავი დაანებონ ბერა ივანიშვილის გინებას; ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა; შედეგი – „კლავიატურის ლომებ“ შეშინდნენ და დაისტრესნენ! სულ ეს არის“, – წერს ხუბუა.
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სკანდალურ ჩანაწერს ეხმაურება
2021/03/07 17:40:25

ნანახია: 1240 ჯერ